ისტორიკოსისა და თსუ-ის პროფესორის, დიმიტრი შველიძის განცხადებით, მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შესარჩევ კონკურსზე დროებით ან საერთოდ წყვეტს დროებით სახელმძღვანელოზე, ე.წ. სასწავლო რესურსზე მუშაობას.
"XII კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ: მეგობრებო, მოკლედ განვმარტავ ჩემს პოზიციას. მე-12 კლასის ე. წ. "სასწავლო რესურსზე", რაშიც იგულისხმება მარტივად გამოსათქმელი სასწავლო საგანი: "საქართველოს XX-XXI საუკუნეების ისტორია" - მუშაობა დავიწყე მიმდინარე წლის ზაფხულში, ივნის-ივლისში, როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო - დროებითი სახელმძღვანელო ანუ როგორც უწოდებენ - "სასწავლო რესურსი". მე-12 კლასისათვის, საქართველოს ისტორიაში.
"სასწავლო რესურსი" მოიცავს სამ თემას და შესაბამის პერიოდს:
1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
2. საქართველო საბჭოთა კავშირში;
3. საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.
როგორი ვითარებაა დღეისათვის.
დღემდე მე მოვამზადე "რესურსის" პირველი ნაწილის ტექსტი: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა", რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს - წელს, პირველ სემესტრში.
ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი გახდა რომ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ.
ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი ბ-ნ გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ფბ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება.
იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი - გაგრძელდება თუ არა - სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები.
ამავდროულად, დასაშვებად მიმაჩნია, რომ გამოყენებული იქნას ჩემს მიერ დაწერილი, საქართველოს ისტორიის პირველი თემის ტექსტი: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა", რათა მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, 1924 წლის ბოლომდე, პირველი სემესტრის განმავლობაში, რათა არ დაზარალდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები.
არის კიდევ ერთი საკითხი. "სასწავლო რესურსი" ითვალისწინებს მესამე დიდ თემას, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, ეწოდება "საქართველო და თანამედროვე მსოფლიო". მასში მითითებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი: "1990 წლის არჩევნები საქართველოში; დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს".
მე წინადადება მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ - სასწავლო პერიოდი განივრცოს და სრულად მოიცვას 1990-2010-იანი წლები. ამ წინადადებაზე მივიღე სიტყვიერი თანხმობა.
თუ ვინმე დაინტერესდება, თუ რა არის ჩემი საყრდენი კონცეპტუალური ხედვა, საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ, შეუძლია გადაათვალიეროს ჩემს მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის: "საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012)". "მერიდიანი". 2021.
დავასკვნი: ჩემ მიერ ან ჩემი მონაწილეობით მომავალში შექმნილი სახელმძღვანელო, ყველა შემთხვევაში, იქნება ერთ-ერთი და არა - ერთადერთი". - წერს შველიძე.
***
განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის გრიფირების პროცესი შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, უახლეს ისტორიაზე მუშაობა ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო, წიგნის რედაქტორი კი ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი იქნება, რომელმაც მხარი დაუჭირა როგორც რუსულ, ისე ჰომოფობიურ კანონს.