logo
ENG



შმიგალი: ქართველები დასახმარებლად ფრენას ელიან, იმედია, ღარიბაშვილი ნებართვას გასცემს

28 თებ 202221:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/fw3dtmrhbkwavcj.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს. ამის შესახებ შმიგალმა Twitter-ზე ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაწერა. 

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება", - წერს შმიგალი.

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა. 

დღეს, საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.


close დახურვა