logo
ENG



შმიჰალი: კახოვკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს

06 ივნ 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/nyffw91gaxie5w4.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს.

"კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ჩვენი ქვეყნის სამხრეთისთვის ეკოლოგიური კატასტროფაა.

მსოფლიოს ამაზე ახლავე უნდა ჰქონდეს რეაგირება. მაგრამ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რათა შემდგომი კატასტროფა თავიდან იყოს აცილებული", - თქვა უკრაინის პრემიერმა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.


close დახურვა