logo
ENG



შოთა დიღმელაშვილი: ივანიშვილმა სახელმწიფოს მიტაცების გზით წასვლა გადაწყვიტა

14 ნოე 201923:50
3 წუთის საკითხავი
 
gr8u9il99443txy.jpg

ივანიშვილმა სახელმწიფოს მიტაცების გზით წასვლა გადაწყვიტა და ჩვენი მოვალეობაა ჩავდგეთ ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ განცხადებას სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, საპროტესტო ტალღა იქნება უწყვეტი.

"საპროტესტო ტალღა იქნება უწყვეტი. არ ვიშლებით. გვითხრან რა პირდაპირ ფეხებზე გვკიდია ქართული საზოგადოება რას ფიქრობსო. როგორც ჩანს მიიღეს კვლევის შედეგები, რომ ძალაუფლებას კარგავენ, სახალხო მხარდაჭერა აღარ აქვთ და თქვეს, რომ ხალხის ნებას კი არ დავეყრდნოთ ჩვენი ძალაუფლება და ხელისუფლება ავიღოთ და ძალოვნებს დავეყრდნოთო. დადგეს მონების აჯანყების სცენარი, ოღონდ იქ სპარტაკი არ ჰყავთ. ეს არის ივანიშვილის გენგეგმა. სახელმწიფოს მიტაცების გზით წასვლა გადაწყვიტეს და ჩვენი მოვალეობაა ჩავდგეთ ქვეყნის სამსახურში," - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი.


close დახურვა