logo
ENG



შსს-მ მეუფე შიოს საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

07 ივლ 202319:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/9u22491oo4afzgq.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია ფორმულას უწყებაში დაუდასტურეს.

"გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს", - აცხადებენ შსს-ში.

5 ივლისს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.

6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.

დღევანდელ ბრიფინგზე კი მან განმარტა, რომ უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ელოდებოდნენ და ჯერჯერობით საგამოძიები უწყებებისთვის არ მიუმართავთ. 

მოგვიანებით, დეკანოზმა ანდრიამ ტელეკომპანია ფორმულასთან თქვა, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმირებულნი არ იყვნენ: 

"ახლა გავიგეთ... არ ვფიქრობდით ჩვენ [გამოძიებისთვის მიმართვას], არ ვიყავით ჩამოყალიბებული, რასთან გვქონდა საქმე. მე ვთქვი ბევრჯერ, რომ შეიძლება იყოს ყოფითი და შეიძლება იყოს განზრახ. გუშინაც და დღესაც არის კარგად". 


close დახურვა