შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი ადამიანი, რომლებმაც მარნეულში გოგო გაიტაცეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გოგოს გატაცების შესახებ რამდენიმე დღის წინ აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ Facebook-ზე დაწერა. ის ამბობდა, რომ გოგოს ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში მშობლები და ახლობლები დახმარების თხოვნით პოლიციასთან ღამეს ათევდნენ.