logo
ENG



შსს: მოვუწოდებთ პარტიების წევრებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციას გადაწყვეტილების აღსრულებაში

18 თებ 202109:38
3 წუთის საკითხავი
 
შსს: მოვუწოდებთ პარტიების წევრებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციას გადაწყვეტილების აღსრულებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის ოფისთან მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად და მის დასაკავებლად პოლიცია უკვე მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.


close დახურვა