logo
ENG



შსს: შევამოწმებთ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებით, დადიანიძის კვალი გაქრა

10 აგვ 202620:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/10/adav6ii3ghmcc9i.png

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, კიდევ ერთხელ შეამოწმებენ იმ ტერიტორიას, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება." - ნათქვამია უწყების კომენტარში.

ცნობისთვის, დღეს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

შსს-ს წერს, რომ საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.


close დახურვა