შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შოვში 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
რამდენიმე საათის წინ შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
ადგილიდან ვრცელდება დამსვენებლების კადრები, რომლებიც ამბობენ, რომ მეწყერში ადამიანები მოყვნენ.