logo
ENG



შსს: წერეთლის გამზირზე დაჭრის ფაქტზე 2 პირია დაკავებული

30 მაი 202015:32
3 წუთის საკითხავი
 
lk7kzg9pou2eqtc.png
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც - ორი ხელკეტი. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს ორი პირი და მათ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

close დახურვა