შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ქართული ოცნების კონტრაქციისთვის მოწყობილი სცენა და ტექნიკა არ დააზიანონ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები პოლიციას სთხოვენ, რამდენიმე ადამიანი პარლამენტის შესასვლელთან მიუშვან, რათა საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გაშალონ. პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.
უწყების განცხადება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი".