logo
ENG



ჩასივ-იარზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

13 ივლ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/v65bid6zn8sn9dk.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ქალაქ ჩასივ-იარზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.

რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში ქალაქ ჩასივ-იარზე სარაკეტო იერიში 9 ივლისს მიიტანეს. საცხოვრებელი შენობის 2 შესასვლელი მთლიანად განადგურდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.  


close დახურვა