logo
ENG



ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია

26 აგვ 202414:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/26/nfxlbp7wv6v2ac4.jpg

Reuters იაპონიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ  ჩინურმა თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. საპასუხოდ, იაპონიამ ავიაგამანდგურებლები გამოიყენა.

როგორც ცნობილია, Y-9 მოდელის თვითმფრინავი დანჯოს კუნძულებიდან კიუშუს კუნძულის დასავლეთით ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11:29 საათიდან 11:31 საათამდე მიფრინავდა. 

სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა ვიცემინისტრმა, მასატაკა ოკანომ ტოკიოში ჩინეთის საელჩოში უფროსი თანამშრომელი დაიბარა, რომელთანაც მკაფიო უკმაყოფილება გამოხატა და ამგვარი დარღვევების აღკვეთა მოსთხოვა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინური სამხედრო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. 


close დახურვა