logo
ENG



ჩუგოშვილი: საგანგებო მდგომარეობის გამო ოპოზიცია ფაქტიურად განეიტრალებულია

01 მაი 202021:47
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არა საგანგებო მდგომარეობა, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის თანხების დარიგება წინასაარჩევნო კამპანიად ჩაეთვლებოდა. 

მისი განცხადებით, პოლიტიკური პროცესი შეჩერებულია და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებით ხელისუფლება ოპოზიციას ანეიტრალებს.

„ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ის პროგრამა, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩაითვლებოდა საარჩევნო მოსყიდვად, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ამ მოცულობის ფინანსური თანხების დარიგება ხდება. დღეს ბევრ ადამიანს უჭირს, დახმარება სჭირდება და პირველი მიზანი ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. ამიტომ, ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.

საგანგებო მდგომარეობამ ასევე გამოიწვია ისიც, რომ პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის გააჩერა და უმრავლესობისთვის გაააქტიურდა. ხელისუფლება ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებს სათავისოდ, ამიტომ სახელისუფლებო პარტიისთვის პოლიტიკური პროცესი არის გააქტიურებული. ჩვენი დეპუტატებიც ძირითადად კამპანიის რეჟიმში არიან, ეს არის დახმარების დარიგება და არა საპარლამენტო საქმიანობა და მუშაობა. ოპოზიცია ფაქტიურად განეიტრალებულია და არ ჩანს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 


close დახურვა