logo
ENG



ჩხაიძე: ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, ყოველდღე 150-200 ბავშვი ინფიცირდება

22 ივლ 202113:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/22/ahli1yrp0w4lal4.jpg

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვები არიან, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% არის ბავშვი, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია", - თქვა ჩხაიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. მათ ვირუსის დელტა შტამი ჰქონდათ და ციციშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. 

22 ივლისს, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.


close დახურვა