logo
ENG



ცერცვაძე: ოზონოთერაპიით მკურნალობასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

30 აპრ 202015:17
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ოზონოთერაპიით მკურნალობასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, ოზონოთერაპიით მკურნალობასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ცერცვაძის თქმით, ოზონოთერაპიას მიმართავენ სხვადსხვა ინფექციების სამკურნალოდ თუმცა ოფიციალურად რეკომენდებული მეთოდი არ არის. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ მათ ამ სახით მკურნალობა არ გამოუყენებიათ, თუმცა 4 პაციენტზე ბათუმში ჩატარდა ოზონოთერაპიით მკურნალობა და დადებითი შედეგი აჩვენა.

„ოზონოთერაპიით მკურნალობასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ოზონოთერაპიას მიმართავენ სხვადსხვა ინფექციების სამკურნალოდ მაგრამ ეს არ არის ოფიციალურად რეკომენდირებული მეთოდი და მას მთელ რიგ ქვეყნებში განსაკუთრებით გერმანიაში და სხვაგან მიმართავენ ერთგვავრი კვლევისთვის, ერთგვარ ექსპერიმენტებს აწარმოებენ ამ ოზონზე. ჩვენ არ გამოგვიყენებია, გამოიყენეს ბათუმში რამოდენიმე ავადმყოფზე, სადაც ოზონოთერაპიის სპეციალისტია. მათი მოწოდებული ინფორმაციით იყო ეფექტური ამ თერაპიის გამოყენება. ძალიან გთხოვთ ნუ მისცემთ ამას გადაჭარბებულ შეფასებას, ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები, ხომ არ იყო რაიმე გვერდითი მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდეს ამ მეთოდით მკურნალობა თუ არა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

 


close დახურვა