logo
ENG



ცერცვაძე: მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ

20 ივლ 202121:47
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ
საქართველოს მთავრობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების ნაწილი მასზე ძალადობდა. ამით ცერცვაძე გამოეხმაურა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ხშირად სხვადასხვა ტელევიზიებიდან ადამიანების დამცირებას და ცილისწამებას ვისმენთ".

"მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ. კითხვებს მაძლევდნენ უკიდურესად ტენდენციურს და შემდეგ ამას აშუქებდნენ უკიდურესად ტენდენციურად. მე, როგორც ექიმი, ვადასტურებ, რომ ჟურნალისტების ნაწილი ჩემზე ძალადობდა", - თქვა ცერცვაძემ.

დღეს, 20 ივლისს, კახა კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, რომ ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, თუმცა "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა".

"არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო", - თქვა კალაძემ.


close დახურვა