logo
ENG


კალაძე მედიას: არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა
კახა კალაძე
20 ივლ, 2021 20:34
კალაძე მედიას: არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა
  • 897ნახვები

რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს, ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო, ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა. 

განაცხადა კახა კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა