logo
ENG



ცერცვაძე: რემდესივირს 10-14 დღეში მივიღებთ, თვის ბოლოდან ამ პრეპარატით მკურნალობას შეძლებენ

12 ოქტ 202018:58
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: რემდესივირს 10-14 დღეში მივიღებთ, თვის ბოლოდან ამ პრეპარატით მკურნალობას შეძლებენ

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატი "რემდესივირი", რომელსაც კორონავირუსთან საბრძოლველად იყენებენ, საქართველოში 10-14 დღეში შემოვა. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, "საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით".

"ეს პრეპარატი ჯერჯერობით ფუფუნებაა, მხოლოდ აშშ-ს აქვს ავადმყოფებისთვის და კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეძენის პროცესშია ან ცალკეული პარტიები იყიდეს. შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან მთელი მსოფლიო რიგშია, გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა. ზოგ შემთხვევაში მოწოდებას 2 თვე უნდა. აქ გამოინახა მექანიზმი და 10-14 დღეში მოგვაწვდიან. 25-30 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მოქალაქეების, მძიმე და კრიტიკულად ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას, ყველაფერ იმას, რაც აქამდე გვქონდა, დაემატება დღეისთვის N1 საშუალება - რემდესივირი, ხოლო ცოტა უფრო შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაში საქართველო პირადად ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით იღებს მონაწილეობას", - აღნიშნა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, რემდესივირი არის პრეპარატი, რომელსაც მსოფლიო მედიკოსები კორონავირუსთან საბრძოლველად იყენებს. 


close დახურვა