logo

ცერცვაძე პლაზმით მკურნალობაზე: პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ

clock 30 აპრ 202015:20

ინფექციური საავადყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში პლაზმით მკურნალობის მეთოდი მასიური ვერ გახდება.

ცერცვაძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურად პლაზმით მკურნალობის 8 დონორია.

„პლაზმით მკურნალობა სპეციფიკური საკითხია, ეს მედიკამენტი არაა. ეს არის ძალიან ეფექტური ემთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა იგივე „ესპანკის“ დროს, ებოლას დროს, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია. ეს ეტაპი საქართველომ გაიარა. ამერიკაში მოღვაწე ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც იქ მოღვაწე სხვა ექიმებისგან განსხვავებით კონსტრუქციული პოზიცია უკავია, ეს არის ბატონი დავით მელაშვილი, მისი დახმარებით, თითქმის მივედით იმ ეტაპზე, რომ მკურანლობის ამ მეთოდს მივმართოთ. პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი, მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი.

კიდევ უნდა იყოს რეზუს ჯგუფისა და მთელი რიგი ლაბორატორიული დამთხვევები. გარდა ამისა, ეს ვერ იქნება მასიური მკურნალობის მეთოდი. საქართველოში სულ 160 გამოჯანმრთელებული ადამიანია და ყველას სისხლი სამკურანლოდ არ გამოდგება. ასეთი პაციენტები არიან 20-დან 1. პოტენციურად 8 დონორი გყვავს. ეს ვერ გახდება მასიური გავრცელების ობიექტი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა