logo
ENG



ცისკარიშვილი: არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას თავმჯდომარის პოსტზე

10 ნოე 202214:18
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილია ამბობს, რომ თავმჯდომარის პოსტზე კენჭს არ იყრის. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში განაცხადა. ის გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "გეგმის თანახმად", ენმ-ს ახალი თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი გახდება.

"ჩვენს შიდა საქმეებში ეს სუბიექტები, მოდით, ნუ ჩაერევიან. პარტიას აქვს თავისი დემოკრატიული პროცესი, თავისი არჩევნები, ყველა დონეზე. პოლიტსაბჭოს, წესდების მიხედვით, მარტის ბოლოს უწევს გადახალისება, ანუ ყრილობაა ჩასატარებელი და ახალი უნდა იქნეს არჩეული. გასაგებია, რომ ისინი გვითვალთვალებენ, სუს და დაზვერვა მუშაობს, ტელეფონებსაც უსმენენ და რაღაცებს იგებენ და, როგორც ჩანს ბოლომდე ყველაფერს ვერ იგებენ. მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას თავმჯდომარის პოსტზე. არც ეს ნაწილი შეესაბამება სიმართლეს, როგორც ქოლცენტრის დირექტორი იყოო, რომ ამბობს [კობახიძე]", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.


close დახურვა