ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უახლოეს დღეებში უკრაინაში გაემგზავრება.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ხელმძღვანელობასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაუწევს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ. დელეგაციაში იქნებიან: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არ არის ნაციონალური მოძრაობა.
ჯერჯერობით უცნობია დელეგაციის გამგზავრების თარიღი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტარები უკრაინაში ხვალ ან ზეგ ჩავლენ.