logo
ENG



ცქიტიშვილი:გამორიცხული არ არის, რუსთავთან ან თბილისთან დაკავშირებით ზომები გამკაცრდეს

03 აპრ 202013:17
3 წუთის საკითხავი
 

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავის კარანტინში მოქცევა ამ ეტაპზე არ განიხილება. 

როგოც მინისტრმა განმარტა, ხელისუფლება რომელიმე ქალაქის კარანტინში მოქცევას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ვირუსი გავრცელების საფრთხე გაიზრდება, თუმცა ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ასეთი საჭიროება არ არსებობს. 

"კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით ვერ გაგცემთ პასუხს. დღეს ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა არა ერთხელ გვითქვამს, რომ თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა გაიზრდება, ცალკეულ შემთხვევაში გამკაცრების ზომებს განვიხილავთ. რუსთავთან დაკავშირებით მსჯელობას არ დაგიდასტურებთ, თუმცა გამორიცხული არ არის რუსთავთან ან თბილისთან ან რომელიმე ქალაქთან მიმართებაში მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება. მთავარია დავიცვათ უკვე დაწესებული შეზღუდვები", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 


close დახურვა