logo
ENG



ცქიტიშვილი: მთავრობა, ჯერჯერობით, ახალ შეზღუდვებს არ აწესებს

24 ნოე 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა ახალ შეზღუდვებს ამ ეტაპზე არ აწესებს.

"დღეის მდგომარეობით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინაც, დღესაც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოქდაუნების შესახებ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული", - თქვა ცქიტიშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა შეზღუდვებზე, რომელსაც მთავრობა წერტილოვანს უწოდებს. 

ცქიტიშვილის თქმით:

"ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტების მუშაობის შეჩერება ან მათი საათების რეგულირება. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი". 

უცნობია, კონკრეტულად როდის დაწესდება შეზღუდვები. 


close დახურვა