logo
ENG



ცქიტიშვილი: ყველა ვადას დასასრული უნდა ჰქონდეს

03 დეკ 201917:40
3 წუთის საკითხავი
 
dc8rjns5m0932ai.jpg

მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოდან სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება გაწყვიტოს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა, რის შემდეგაც მთავრობა შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.

„ყველა ვადას დასასრული უნდა ჰქონდეს, როგორც იცით 2 წლით გახანგრძლივდა ის ვადა, რომელიც იყო გამოყოფილი ამ პროექტის განხორციელებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ვთანხმდებით რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები მისი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


close დახურვა