logo
ENG



ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს - შსს

29 ივლ 202219:37
3 წუთის საკითხავი
 
ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული .. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ..-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გარდა ამისა, მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 7 ადამიანი - ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

ცხვარიჭამიაში გუშინ, გვიან ღამით 20 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.


close დახურვა