logo
ENG



წაყენებული მუხლებით, 15 წლის გოგოზე ძალადობაში ბრალდებულს 9 წლამდე პატიმრობა ელის

15 ივნ 202311:49
3 წუთის საკითხავი
 

15 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გამოძიების ამ ეტაპზე წაყენებული  მუხლებით, დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 9 წლამდე ელის.

პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავენ.

11 ივნისს, მოზრდი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა.

უწყების ცნობით, გოგო სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი იყო, ბრალდებული დაზარალებულთან ამყარებდა სექსუალურ კავშირს, ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.

კაცი 13 ივნისს დააკავეს. 

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

თუ გაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და/ან ეკონომიკური ძალადობის, დისკრიმინაციის, შევიწროების ან სხვა სახის ჩაგვრის გამოცდილება, დახმარებისთვის დაუკავშირდი ორგანიზაცია "საფარს", ცხელი ხაზი - 599 407 603; 0322 307 603; ან ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს", ცხელი ხაზი - 577 54 16 55


close დახურვა