![2021/05/18/r3w8kfbl2j0kr7j.png](/uploads_script3/articles/2021/05/18/r3w8kfbl2j0kr7j.png)
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ბანკეტების გამართვა იკრძალება.
უწყების ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და "მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა".
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაციები, როგორ უნდა ჩატარდეს ბოლო ზარი.