logo
ENG



წიკლაური: ვაშაძის განცხადების ფორმაც და შინაარსიც ენმ-სთვის იყო მოულოდნელიც და აუხსნელიც

15 დეკ 202013:34
3 წუთის საკითხავი
 

​ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების ფორმაც და განცხადების შინაარსიც პარტიისთვის მოულოდნელიცაა და აუხსნელიც

"ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა, ამ განცხადების ფორმაც და შინაარსიც, იყო ჩვენთვის მოულოდნელიც, აუხსნელიც და ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს იმ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე დროს, ენმ-ში მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ წასულებს ცვლიდნენ სხვები. რადგან ენმ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დიქტატორის შეცვლა. 

როცა კეთდება ამგვარი განცხადებები, ალბათ უმჯობესია, ლიდერშიფი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ ინფორმირებულები, რადგან არ გაჩნდეს ვარიაცები". - თქვა წუგზარ წიკლაურმა. 

მისივე თქმით, არ იცის, ვის გულისხმობს გრიგოლ ვაშაძე ენმ-ში ოდიოზურ ფიგურებში

"ვნახე ოდიოზური ფიგურები: თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, რომლებიც იწონებდნენ ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას". - თქვა წიკლაურმა.

გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 15 დეკემბერს გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე ადწერა, რომ არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა."

მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა". ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.


close დახურვა