logo
ENG



წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა ჩვენი და ეს იყო უჩვეულო - ომბუდსმენი მატროსოვოს დაცლაზე

06 აპრ 202022:14
3 წუთის საკითხავი
clock 351

ომბუდსმენის განცხადებით, მისი აპარატი არ იყო ინფორმირებული მატროსოვის ციხის დაცლის შესახებ.

როგორც ნინო ლომჯარიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, როგორც წესი, სახალხო დამცველის აპარატს წინასწარ აწოდებდნენ ინფორმაციას, თუმცა მატროსოვის ციხის შემთხვევაში ასე არ მომხდარა და ეს ინფორმაცია მათ მედიის საშუალებით გაიგეს.

„მედიის საშუალებით გავიგეთ ჩვენც და წინასწარ არ ყოფილა ცნობილი, როდის მოხდებოდა მატროსოვის ციხის დაცლა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ათასგვარი მანიპულაცია მოხდა, რადგან იყო ინფორმაციის დეფიციტი. გაირკვა, რომ ყველა პატიმარი გადაიყვანეს მე-12 და მე-16 დაწესებულებების ბაზაზე რუსთავში, ჩემმა წარმომადგენლებმა მოინახულეს უკვე ისინი. მათ ორი კვირაა იციან ამის შესახებ და არ უჩივიან პირობებს. ჩემი ინფორმაციით, კორონავირუსი არაფერ შუაშია. წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა ჩვენი და ეს იყო უჩვეულო - ამან გამოიწვია ეს გაუგებრობა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მატროსოვის ციხიდან პატიმრები სხვდასხვა დაწესებულებაში გადაანაწილეს - გავრცელებული ინფორმაციით, ეს კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ეხებოდა, რასაც იუსტიციის სამინისტროში უარყოფენ.

 


close დახურვა