იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დროის მონაცემებით, საპატიმროებში, არც პაატიმრებსა და არც მომსახურე პერსონალში კორონავირუსი დაფიქსირებული არ არის.
წულუკიანიანის თქმით, ნებისმიერი საეჭვო სიპტომის შემთხვევაში პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ სისტემაში.
„მინდა, ჩვენს ქვეყანაში ჩვენს პატიმრებს ვუთხრა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ფართომასშტაბიანი მუშაობა გაიშალა პენიტენციური სისტემის ფარგლებში. ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში - ქალთა დაწესებულებაში, ქუთაისის მეორე დაწესებულებასა და გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომლებიც ე.წ. მიმღები ციხეებია, მედპერსონალი ციხეების პერიმეტრის გარეთ გავიყვანეთ და ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხეების გარეთ. ნებისმიერი საეჭვო სიპტომის შემთხვევაში პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ სისტემაში.
"დღემდე საეჭვო სიმპტომი დაუფიქსირდა 9 ახალდაკავებულს და ყველა მოთავსდა სამოქალაქო კლინიკებში. დღეის მდგომარეობით ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ არის. გარდა ამისა, სისტემატურად გავაგრძელებთ სადეზინფექიო სამუშოები. გარდა ამისა, მკაცრად ვაკონტროლებთ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს“, - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა მოქალაქეებსაც მიმართა და სთხოვა მათ, რომ თავი შეეკავებინათ იუსტიციის სახლებში ვიზიტისგან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.