კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გეგმავს, რომ რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი თვითონ დანიშნოს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა თქვა, 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს იანვრიდან გასდის ვადა, მომდევნო კვირიდან შესაბამისი კონკურსები გამოცხადდება.
"მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო", - განაცხადა წულუკიანმა.