პროტესტის უმძიმეს ფორმას მიმართა ჭიათურაში კიდევ სამმა ადამიანმა. ამჯერად პირი ქალებმა ამოიკერეს. აქ შიმშილობა მე-14 დღეა გრძელდება და პირი 8 ადამიანს აქვს ამოკერილი. ასე აპროტესტებენ სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯია მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მათი სახლების ნგრევას. აქციის მონაწილეები კომპანიისაგან მათი ზარალის ანაზღაურებას და შესაბამის კომპენსაციას ითხოვენ.
ჭიათურაში პირი კიდევ სამმა ქალმა ამოიკერა
24 მაი 202112:46
3 წუთის საკითხავი