logo
ENG



ჭყონია: მთავრობა უფრო დათმობაზე უნდა წავიდეს, ვიდრე ჯიბრში ჩადგომაზე

26 იან 202118:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/26/9mah0rhypyll0u0.png

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მთავრობა უფრო დათმობაზე უნდა წავიდეს, ვიდრე ჯიბრში ჩადგომაზე. ასე ეხმაურება ის ბიზნესსექტორის მოთხოვნას, საქმიანობის განახლების უფლება მიეცეთ.

როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა, ისე აღიქმება, თითქოს მთავრობას უნდა, არაფერი დათმოს, ამ დროს კი საუბარი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკაზეა.

"რეალურად უნდა იყოს საკითხი დალაგებული, სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა პრობლემა აქვს და ყველა პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი. უფრო დათმობაზე უნდა წავიდნენ, ვიდრე ჯიბრში ჩადგომაზე. ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებსაც მე სოლიდარობას ვუცხადებ, არიან ულტიმატურის რეჟიმში, მთავრობა კი ელოდება, რომ ულტიმატუმის რეჟიმში როგორ აჯობონ ამ თემას, გაჯიქდნენ და არ დათმონ არაფერი და რას თმობენ, რაზეა ჩხუბი? ჩხუბია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკაზე", - თქვა ჭყონიამ.


close დახურვა