logo
ENG



ხაბეიშვილი: ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას

03 სექ 202619:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/03/hg0zrd2fjcvopmv.png

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემაზე საუბრობს.

ხაბეიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" "არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარება რუსებს, არამედ საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს."

"აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემა:

ივანიშვილს დაურეკეს კრემლიდან, ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილს და მის ძმას სთხოვა ამ საწვავის მოძიება და, სავარაუდოდ, ჩხარტიშვილმა ჩართო სქემაში „ქონექთი“.

ამის შემდეგ სქემაში ჩართეს გეკა გელაძე და ეს ტვირთი გააცილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსებისთვის.

ისინი არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებიან რუსებს, არამედ ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას და საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს!", - წერს ხაბეიშვილი. 


close დახურვა