logo
ENG



ხაბეიშვილი მელიაზე: პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა

16 იან 202315:53
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილი მელიაზე: პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა

ნახეთ მელიას შეხვედრა ბათუმში? 30-40 კაცი იყო თავმოყრილი. ჩემი შეხვედრა ნახეთ, ვიდეოც მიდევს  სოციალურ ქსელში, 400 ბათუმელი იყო. ხელვაჩაურშიც 400 ადამიანს შევხვდი. ხულოში ვარ, ქედასა და შუახევშიც ვიყავი. პირდაპირ გეტყვით, რაში იღებს მონაწილეობას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა ამ კაცს. დაანგრია პარტია და ჩამოშალა, აჭარაში არ არის ნამყოფი, გასტროლიორივით რამდენჯერმე არის შემორბენით აქ ნამყოფი. ამდენ ადამიანს რომ ვხვდები, შეხვედრაზე 400 კაცი, რომ მოვიდა ბათუმში, 400 ხელვაჩაურში და ასობით ადამიანს კიდე ხულოში და ქედაში ვხვდები და ხალხს ცვლილებები უნდა ვისთვის იყრის [მელია] კენჭს? რომელ პარტიაში უნდათ ამ ადამიანებს არჩევნების მოგება, ნუ გამაგიჟებენ. სადაც ჩავედი - ხაშურსა და გორში ნამყოფი არ არის. ახლა არჩევნები რომ დაიწყო, კი გაახსენდათ სხვადასხვა რეგიონი. ეს ხალხი ჩვენს ამომრჩეველთან არანაირ კომუნიკაციაში არ არის. ასე უნდათ ოლიგარქის დამარცხება? ეს ყველაფერი შეიცვლება და პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდება და არა იმ ხალხს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ემიჯნება. ცოტა ხანში მიშასაც გაემიჯნებიან და იტყვიან, ხაბეიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილი დგასო [...] ნიკა მელიამ პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა და დღეს ამბობს, თავმჯდომარე კიდევ მე უნდა ვიყოო. ის ხულოში, ქედასა და შუახევში ნამყოფი არ არის. ხულოში რომ ვიკითხე, პარტიის თავმჯდომარე აქ თუ ყოფილა მეთქი, სიცილით მოკვდნენ. ის პარტიის აქტივს არ ელაპარაკება და ხალხს დაელაპარაკება, მათ ბედს გადაწყვეტს და რუს ოლიგარქს გააგდებს?


close დახურვა