logo
ENG



ხაბეიშვილი საცობებზე: კალაძის კორუფციული მოქმედების დამსახურებაა, რომლითაც ჯიბეს ისქელებს

31 ოქტ 202311:32
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის "სატრანსპორტო კოლაფსი" თბილისის მერის, კახა კალაძის "კორუფციული მოქმედებების დამსახურებაა".

"მძიმე პრობლემაა დედაქალაქში კალაძის სახელობის საცობები და საქართველოს მოქალაქეს, თბილისში მაცხოვრებელს, 1 საათით, საათნახევრით ადრე უწევს გასვლა კონკრეტული მისამართიდან მისამართზე რომ მივიდეს. ყოველ დილით, 8 საათიდან 11 საათამდე ფაქტობრივად, ჯოჯოხეთი და გაუსაძლისია დედაქალაში გადაადგილება აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე. ასევე საღამოს, 5 საათიდან 9 საათამდე ფაქტობრივად, რამდენიმე საათს ადამიანები ატარებენ საცობში და ცხადია, ეს ყველაფერი არის კორუმპირებული კალაძის და მისი დედაქალაქის მთავრობის დამსახურება.

ადამიანებს ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილის გატარება უწევთ საცობებში, იმიტომ, რომ კალაძემ რაღაც მოიპარა, რაღაც ისე არ გააკეთა, რაღაცის მშენებლობა დაიწყო და 3-4 წელი თავი ვერ მოაბა. იმიტომ, რომ კალაძე დაპირდა მაცხოვრებლებს, რომ მიწის ზედა მეტროს გააკეთებდა და მოატყუა... ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ყველა წუთი, ყველა საათი, რომელსაც საცობებში კარგავთ, არის დედაქალაქის მერის, კახი კალაძის და იმ კორუფციული მოქმედებების დამსახურება, რომლითაც ის ჯიბეებს ისქელებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

23 ოქტომბერს, ამავე საკითხთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ვასილ ურუშაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ენმ აპირებს, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება მოითხოვოს.


close დახურვა