logo
ENG



ხავიერ კოლომინა ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

24 მაი 202317:19
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა - შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და საქართველოსთვის წევრები. მანამდე კოლომინა ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს.

ხავიერ კოლომინა თბილისს დღეს ეწვია, უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის შემდეგ, კოლომინა თბილისს NATO-ს მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებული შეშფოთების ფონზე სტუმრობს. 5 აპრილს კოლომინამ განაცხადა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.

როგორც კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. 


close დახურვა