logo
ENG



ხაზარაძე უგულავას საქმეზე: ეს გადაწყვეტილება ამოვარდნილია ყველა ნორმალური ჩარჩოდან

10 თებ 202019:22
3 წუთის საკითხავი
 

 „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ხაზარაძის თქმით ოპოზიციის მხრიდან არანაირი კომპრომისი არ იქნება.

„ეს გადაწყვეტილება ამოვარდნილია ყველა ნორმალური ჩარჩოდან, პროკურორი რომელიც გუშინ წერდა საბრალდებო დასკვნას დღეს იგივე მოსამართლე ასამართლებს ოპოზიციური პარტიის ლიდერს, არანაირი კომპრომისი არ იქნება, ბრძოლა იქნება ბოლომდე, იმისთვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს დემოკრატია და ეს ერთკაციანი მმართველობის სისტემა ჩაბარდეს ისტორიას“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

 


close დახურვა