კვლავ მძიმე რჩება მდგომარეობა კახეთში. ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის ლოკალიზება. ძლიერი ქარის გამო, ზოგ ადგილას, ცეცხლის კერები გაძლიერდა. მეხანძრეები სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში, უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან სტიქიას. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ასეულიც, მოხალისეებთან ერთად. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც.
ხანძარი შილდის ტყეში
04 სექ 202220:01
3 წუთის საკითხავი