logo
ENG



ხარკივისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა

21 სექ 202200:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/gvymdisck4c5ehy.jpg

ხარკივისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა. ინფორმაციას CNN-ი დონეცკის რეგიონულ სამხედრო ხელმძღვანელზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დონეცკისა და ხარკივის ოლქების საზღვარზე შესასვლელ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომელთა წყალობითაც კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უაღრესად საშიშია, რადგან სავსეა სიცოცხლისთვის საშიში ჯართით", - წერს კირილენკო Telegram-ზე.

კირილენკოს თქმით, სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ მიმდინარეობდა, ადგილზე დარჩენილია მიტოვებული ტექნიკა და დანაღმული ველები.

***

ბოლო ცნობებით, 6 სექტემბრის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ტერიტორიის 8 500 კვადრატული კილომეტრი, 388 დასახლებული პუნქტი და 150 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს.

15 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტროლის დამყარებას ხარკივის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. 


close დახურვა