ხაშურის მერიის კულტურის და სპორტის გაერთიანების ააიპის ხელმძღვანელი გია ბოლოკაძე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე ფინანსურ პოლიციაში იმყოფება.
ფორმულას ინფორმაციით, გამოძიების კითხვები ერთ-ერთ ტენდერს ეხება, რომელიც კულტურის ააიპმა ანსამბლის წევრებისთვის ჩოხების შესაკერად გამოაცხადა. ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზე ანასამბლის ხელმძღვანელი და მკერავიც იმყოფებიან.
ინფორმაციას ადასტურებენ ხაშურის მერიასა და ფინანსურ პოლიციაში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.