logo
ENG



ხაშურში გაუპატიურებისთვის დაკავებულ კაცს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

27 იან 202420:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/82ffuzyygtgbvfs.png

51 წლის კაცს, რომელიც ხაშურში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 25 იანვარს დააკავეს, საქართველოს პროკურატურამ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა