![ხაშურში ძაღლმა 2 ადამიანი დაგლიჯა](/uploads/news/პოლიციის_ლენტი_შსს.jpg)
ხაშურში ძაღლმა 2 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მოზაიკა მოქალაქეზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე დღეს, 19 ნოემბერს მოხდა.
გამოცემა წერს, რომ ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ჭრილობების დამუშავების შემდეგ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.