logo
ENG



ხდება საბიუჯეტო თანხების ფლანგვა შეთითხნლ საქმეზე - გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

17 ივნ 202014:51
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა - დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ ის პირები, ვისაც რურუას დაკავების ღამეს მასთან უშუალო შეხება ჰქონდათ.

გიორგი რურუამ მიმართა მოსამართლეს და სთხოვა, რომ საქმეს დაერთოს დამატებითი მტკიცებულებები. მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ შუამდგომლობას ერთხელ უკვე უპასუხა სასამართლომ და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს შუამდგომლობის მეორედ დაყენება შეუძლია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ სასამართლოს ხავსს მოჭიდებული წყალწაღებული პოზიცია აქვს და რეალურად სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის.

„აქვთ შაბლონი შეკითხვა - რა ეცვა. შემეძლო მეთქვა, რა ეცვა. წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ის პოზიცია აქვთ. ის, რაც ხდება, არის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა - ხდება საბიუჯეტო თანხების ფლანგვა, რადგან საქმე არის შეთითხნილი", - ამბობს გიგი უგულავა.

მოწმის სახით დაიკითხა ზურაბ ჯაფარიძეც - მისი განცხადებით, პროკურატურის კითხვები სულელური იყო და მათზე პასუხი „გირჩის“ ლიდერს არ ჰქონდა.

„დაცვის მხარეს აინტერესებდა, ვნახე თუ არა იმ ღამეს გიორგი რურუა. მოვუყევი, რომ რურუას არანაირი იარაღი არ ჰქონია. პროკურატურას ჰქონდა სულელური კითხვები, რაზეც ვუთხარი, რომ პასუხი არ მქონდა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.


close დახურვა