ვანდალური აქტი, რომელიც ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა ჩაიდინა. მმართველი პარტიის სატელიტებმა კიდევ ერთხელ დაწვეს ევროკავშირის დროშა. რადიკალებს შეუერთდა ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც კრემლისტური განწყობებით გამოირჩევიან. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი ჯგუფები ანტიდასავლურ კამპანიას ისევ ააქტიურებენ. ევროკავშირის დროშა ქართული ოცნებისგან მართულმა რადიკალებმა მანამდეც დაწვეს, მათ შორის 5 ივლისს, როცა ხელისუფლებამ ექსტრემისტულ ჯგუფებს მოქალაქეების დასარბევად მოქმედების სრული თავისუფლება მისცა.
ხელისუფლებისგან მხარდაჭრილი ჯგუფების ანტიდასავლური კამპანია
20 დეკ 202319:59
3 წუთის საკითხავი