მოსახლეობის დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ზუგდიდში, სოფელ ოდიშში მცხოვრებლებმა მთავრობას დაპირებები გაახსენა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოითხოვა. გადაიკეტა გზაც. ზუგდიდის მერიის წარმომადგენლების განმარტებები ადგილობრივებისთვის არადამაჯერებელი იყო. თუ უახლოეს დღეებში პრობლემის მოგვარება არ დაიწყება, მოქალაქეები უწყვეტ აქციას გეგმავენ.