logo
ENG



ხვიჩია: ივანიშვილი იყო ერთადერთი ჩვენს ისტორიაში, ვისაც პროპორციულის იდეა მოუვიდა თავში

09 თებ 202121:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/g3omq34j2097on1.png

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი კაცი, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში.

როგორც მან ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა, ამ იდეის გახმოვანების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი "გუნდმა თავის აზრზე გადაიყვანა".

"ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ზოგადად თქვა, მერე ეს რომ არ და ვერ განახორციელა, ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო", - განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს, 9 თებერვალს ხვიჩიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით ვერ განახორციელა, რადგან "გუნდშიც ვერ გაუგეს".

მანამდე, 2 თებერვალს ხვიჩიამ ისაუბრა, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილმა პროპორციული დათმო, გახარიას გადადგომის მოთხოვნა კი არასწორი იყო. მისი თქმით, ახლა ამ მოთხოვნას მხარს არ დაუჭერდა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ერთერთი ძირითადი მოთხოვნა შერეული სისტემის სრულად პროპორციულით ჩანაცვლება იყო. აქციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა: "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში". ეს კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. პროპორციული სისტემის იდეა პოლიტიკურ კლასში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. 


close დახურვა