logo
ENG



ხმაური ქუთაისში - კერძო იპოთეკარმა 76 წლის ქალი გამოასახლა

31 მაი 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ხმაური იყო. კერძო იპოთეკარმა 76 წლის ქალი საცხოვრებლიდან გამოასახლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა იპოთეკარისგან 12 ათასი დოლარი ისესხა, ნაწილი გაისტუმრა, თუმცა სახლი მაინც გაყიდეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.

„თავის სარგებლობაში უნდა ქალბატონ რუსუდან ჩეფლოძეს თავისი კუთვნილი სახლი. ორი წლის უკან ოფიციალურად აღმასრულებელმა გამოასახლა ქალბატონი ლიანა თავისი ოჯახით და ამის შემდეგ სურვილი აქვს მოაწესრიგოს ყველაფერი, იცხოვროს სახლში. მაგრამ ქალბატონი ლიანა არ აძლევს ამის უფლებას. პირიქით, იმის მაგივრად, რომ ტკბილად ესაუბროს, შეურაცხყოფას აყენებს და ახლა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მუქარასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იპოთეკარის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება თავად გამოსახლებულს, ის ამბობს, რომ 12 ათასიდან 10 ათასი დოლარი გადახდილი ჰქონდა და ბინის დატოვების სანაცვლოდ, ამ თანხის დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა იპოთეკარმა თანხა არ დაუბრუნა.

„მოვიდა, გამომიყარა მაცივარი. მქონდა დარჩენილი გაზი, პატარა სერვანდი და გარეთ ყრია. გავყიდეო მე ეს სახლი. ვუთხარი, რომ არ გავაყიდინებდი ამ სახლს, მაშინ დაებრუნებინა ჩემთვის 10 ათასი დოლარი, ვიყიდიდი 1-ოთახიანს და გქონდეს-მეთქი, მაგრამ მითხრა, რომ ეს თანხა ხელშეკრულებით გაქვს გადახდილი და პირობა დაარღვიეო“, - განაცხადა ქალბატონმა.


close დახურვა