ხორვატიის ახალი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ინაუგურაცია ზაგრებში გაიმართა.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თანამდებობაზე კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი შეცვალა.
საინაუგურაციო გამოსვლისას მილანოვიჩმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობისას განსაკუთრებული ყურადღება განათლების ხარისხს და კულტურის განვითარებას მიექცევა.